2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.
ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
აფხაზეთის ე.წ პარლამენტის დეპუტატებისთვის მარტში გახდა ხელმისაწვდომი.
ბიჭვინთის გასხვისებას აფხაზეთში მცხოვრებლები და დე ფაქტო ოპოზიციონერები აპროტესტებენ.
საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია. არაფერი უთქვამთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, სუს-ს და პრემიერმინისტრს.
*შესწორება:
მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთს ბიჭვინთას გადასცემს. არ იყო დაკონკრეტებული, რომ საქმე ეხება სამთავრობო აგარაკ "ბიჭვინთას", რაც მკითხველში არასწორ აღქმას ქმნიდა, თითქოს რუსეთს მთელი დაბა ბიჭვინთა გადაეცემა.